შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი გიგა ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 3 მჭიდითა და 22 საბრძოლო ვაზნით, ერთი ნიღაბი, ერთი წყვილი ხელთათმანი და ქამარი მჭიდის 2 ჩასადებით; ხოლო დაკავებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 5 მჭიდითა და 165 საბრძოლო ვაზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები