სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კვლავ კომაშია

   სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დავით გალეგაშვილი, ისევ კომაშია.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აცხადებენ, დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, დავით გალეგაშვილი წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. “ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება”, – აღნიშნეს პრესსამსახურში.
გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა, ცემის ფაქტი გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები