12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოძრაობა გადაიკეტება

  დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოძრაობა სრულად გადაიკეტება.
შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობის დროს ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მიზნით მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე
ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები