ამ წუთებში ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერებს შორის არის ვიტალი კლიჩკოც. იანუკოვიჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე პარტიის – “უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ზინოვიევამ გამოაქვეყნა.
“კლიჩკო პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. იანუკოვიჩის ოპოზიციის ლიდერებთან სასწრაფო შეხვედრა იქ ახლახანს დაიწყო “, – წერს ზინოვიევა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები