კიევის სუპერმარკეტებიდან პროდუქტები "გაქრა"

უკრაინელები პანიკაში არიან. ისინი კიევის მარკეტებიდან პროდუქტებს იტაცებენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ფქვილზე, ბურღულეულზე, მარილზე, შაქარზე და პურზეა.
„კიეველები პროდუქტებს იმარაგებენ, მათ შიში აქვთ, რომ უკრაინის კრიზისი ქვეყანის ეკონომიკას საბოლოოდ მოსპობს და ამიტომ, ცდილობენ ისეთი პროდუქტი მოიმარაგონ, რაც არ არის მალფუჭებადი. დედაქალაქის ცენტრში პრაქტიკულად ყველა მარკეტი დაცარიელებულია, –  აცხადებს უკრაინულ მედიასთან კიეველი ქალბატონი.
აღსანიშნავია, რომ კიევის ცენტრში სუპერმარკეტების დიდი ნაწილი დაკეტილია.  ზოგიერთი საკვები პროდუქტი ქალაქის სავაჭრო ცენტრიდან საერთოდ გაქრა. კიევის გარეუბნების მარკეტებში კი, რამდენიმე დღეა დიდი რიგებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები