იანუკოვიჩი მსოფლიო ლიდერების ზარებს აღარ პასუხობს
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს აღარ ელაპარაკება. უცხოური მედიის ცნობით, დედაქალაქში მიმდინარე შეტაკებების გამო, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირება გერმანიის კანცლერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იანუკოვიჩის სატელეფონო საუბარი მხოლოდ რუსეთის პირველ პირთან შედგა. თუმცა, ამ დრომდე უცნობი რჩება, რა უთხრა პუტინმა უკრაინელ კოლეგას. როგორც ჩანს, იანუკოვიჩის საქციელი მის თანაგუნდელებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელისუფლებო პარტია “რეგიონებში” რღვევა დაიწყო.