საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს და ტექნიკის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს და ტექნიკის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “სარფი”, საბაჟო კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ა.ი.-ის ბარგის დათვალიერებისას მათ აღმოაჩინეს შემდეგი ნივთები: ოქროს ბეჭედი – 5 ცალი, ოქროს ბეჭედი ხელოვნური თვლებით – 10 ცალი, ოქროს საყურე ხელოვნური თვლებით – 1 წყვილი, ოქროს საყურე – 4 წყვილი, ოქროს სამაჯური – 2 ცალი, ოქროს სამაჯური ხელოვნური თვლებით – 4 ცალი, ოქროს ყელსაბამი – 2 ცალი, ოქროს გულსაკიდი ხელოვნური თვლებით – 6 ცალი, ოქროს გულსაკიდი – 1 ცალი. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 3260,35 აშშ დოლარი (5746,36 ლარი).
ამასთან, რეისით დუბაი-თბილისი, ჩამოფრინდა აზერბაიჯანის მოქალაქე ვ. ა., რომელსაც დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: Samsung Galaxy Grand – 4 ცალი და Iphone-6 – 2 ცალი. საქონლის ღირებულებამ 4057,24 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მგზავრებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, 5746,36 ლარის და 4057,24 ლარის ოდენობით.