ბიძინა ივანიშვილს მსახიობებისთვის დახმარება არ შუწყვეტია
ფონდი “ქართუ” განათლების, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებს ამიერიდან შესაბამისი სამინისტროების მეშვეობით დააფინანსებს.
როგორც ფონდ “ქართუში ” განმარტავენ აღნიშნული მიზნით ფონდი განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს. “შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობის მოსაწესრიგებლად სამინისტროებს გარკვეული დრო სჭირდებათ და ისინი თებერვლის ბოლოდან შეძლებენ თანხების გაცემას. თანხების რაოდენობა, დასაფინანსებელ პირთა სია არ შეიცვლება“, -აცხადებენ ფონდ “ქართუში” დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა.