კვირის დოკუმენტი ეროვნული არქივისგან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახალ პროექტს „კვირის დოკუმენტს“ იწყებს, რომლის ფარგლებში ყოველკვირეულად შეირჩევა და გამოქვეყნდება ეროვნული არქივის ფონდებში დაცული წერილობითი, ფოტო, აუდიო ან კინომასალა.
დოკუმენტი განთავსდება როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე –http://archives.gov.ge, ისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com
პროექტის მიზანია, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.
პროექტ „კვირის დოკუმენტის“ პირველი დოკუმენტი იქნება ფოტოსურათი, რომელიც ასახავს 1945 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ვაჟის, ელიოტ რუზველტის და მისი მეუღლის, ფეი ემერსონის ვიზიტს თბილისში, კერძოდ მხატვრული ფილმის „აკაკის აკვნის“ გადასაღებ მოედანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები