სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „სმარტი“ და „ ნიკორა“ დააჯარიმა

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და კახეთის რეგიონში დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღო და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორები 400 ლარით დააჯარიმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ლადო ასათიანის ქუჩაზე – ი/მ “დარეჯან ელიაშვილის” მარკეტიდან, თემქაზე – შპს “მემოდან”, ქეთევან წამებულის გამზირზე – შპს “ფურშეტ ჯორჯიას” სუპერმარკეტიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ხორცპროდუქტი, ძეხვი, პაშტეტი, ხინკალი, კარაქი, სოკოს ბლინი, ფენოვანი ცომი, ქათამი, ქათმის კატლეტი, ყავა.
ვადაგასული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. აღნიშნული სუპერმარკეტები და ქიქოძის ქუჩაზე მდებარე შპს “ლიზი-1” ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 400 ლარით დაჯარიმდნენ.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ვადაგასული სურსათი ამოიღეს ლაგოდეხში (ი/მ “მაკა ალავერდაშვილი”); გურჯაანში (ი/მ “ლუდმილა ზირაქაშვილი”); ყვარელში (“ნაირა გიგაშვილი”); ახმეტაში (ი/მ “ლილი იჩიურიძე”, ი/მ “ნათია მიქელაძე”, ი/მ “ხრისტო კაძიკიძე, ი/მ “ნაილი ფარეულიძე, ი/მ “თამარ კონჭოშვილი”). კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა სხვადასხვა დასახელების ლუდი, ლიმონათი და სხვა უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, თევზის კონსერვი, ბარდა, ორცხობილა, მაიონეზი, იოგურტი, სოკოს მარინადი, შოკოლადი, შესქელებული რძე.
ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ: გურჯაანში – შპს “ნიკორა კახეთი”, ი/მ “ბადრი ბერიკაშვილი” და ი/მ “გოჩა ბაზერაშვილი”; ყვარელში – ს/ს “სმარტი”; საგარეჯოში – ი/მ “დავით გოცირიძე”, ი/მ “ლიანა აფციაური”; თელავში – შპს “ჯიბე”.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს ახსენებს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან ეტიკეტირების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები