დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო
19 თებერვალს დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც მზეზე ძლიერმა რენტგენულმა აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ჰიდრომეტის გამოყენებითი გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტების განცხადებით, გეომაგნიტური აქტივობის მიზეზი შესაძლოა, მაღალი სისწრაფის მზიური ქარის ნაკადი იყოს, რომლის წყარო მზეზე კორონალური ხვრელია. მაგნიტური ქარიშხალი ორი დღე გაგრძელდება. მაგნიტურ ქარიშხალს ხშირად თავის ტკივილი, შაკიკი, გულისცემის გახშირება, უძილობა, წნევის ვარდნა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება ახლავს თან. ამას მეცნიერები იმით ხსნიან, რომ მაგნიტური ველის რყევისას კაპილარებში სისხლის მიწოდება ნელდება და ქსოვილის ჟანგბადით შიმშილს იწვევს.