თიანეთში წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო

 „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, დაბა თიანეთის წყალმომარაგების რეაბილიტაციისთვის 131.875 ლარს დახარჯავს. პროექტი, რომელიც თებერვალში დაიწყო, თიანეთის 5 ქუჩის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობის წყალმომარაგება ახალი ქსელების საშუალებით მოხდება, ხოლო ძველი, ამორტიზირებული ქსელები მთლიანად გაუქმდება, რის შედეგადაც დაზიანებები და წყლის დანაკარგები შემცირდება, მოსახლეობა კი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები