პრემიერ-მინისტრი ეუთოს კომისარს შეხვდა

   საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, ასტრიდ თორსის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს უმაღლეს კომისარს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის პირადი მრჩეველი სიპრა რაუტიო, სექციის უფროსი სამართლებრივ საკითხებში ვინსენტ დე გრააფი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კაუპო კანდი, ეროვნული პროგრამის მენეჯერი საქართველოში ნინო გოგოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები