უკრაინელი მოთხილამურეები ოლიმპიადაზე არ გავიდნენ

    უკრაინელი მოთხილამურეები – მარინა ლისოგორი და კატერინა სერდიუკი სოჭში ნახევარფინალის სტარტზე არ გამოცხადდნენ. მათ სოჭის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მონაწილეობაზე უარი თქვეს, – ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სპორტსმენები სტარტზე არ გავიდნენ. რატომ თქვეს უარი უკრაინელმა მოთხილამურეებმა ასპარეზობაში მონაწილეობაზე, ოფიციალური განცხადებები ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, პროტესტი უკრაინის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ “vesti.ua” იუწყება. ნახევარფინალური თამაში კიევის დროით 11:15 საათზე დაიწყო, სადაც ფინელი და პოლონელი მოთხილამურეები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები