თბილისში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. პეკინის ქუჩის N 14 -ში მდებარე სახლში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი გამთენიისას ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
როგორც “კვირას” სახანძრო სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 4 ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები