გელათის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა

   ქუთაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა.
როგორც “კვირას“ ქუთაისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კაკო ტყავაძემ განუცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ერთი კელია, რომელიც ხისგან იყო აშენებული. მეხანძრეები დარჩენილ ორ კელიაში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები