ნიკოლოზ მჟავანაძე: ალასანია კოალიციაში შენიღბულად შევიდა და ეს „ნაციონალების“ დაკვეთა იყო

ირაკლი ალასანია კოალიციაში შენიღბულად შევიდა, ეს „ნაციონალების“ დაკვეთა იყო,- ამის შესახებ გაზეთ „ვერსიასთან” საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
მჟავანაძე ჯარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინფორმაცია უცხოეთში მყოფი ადამიანებისა და ჯარისკაცების მშობლებისგან მიიღო.
„ჯარში ბაჩო ახალაიას მეგობრები კვლავ მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ქართულ ჯარს ტყვია – წამალი საერთოდ არ აქვს. საბრძოლო ტექნიკა გაუმართავია, რადგან მათ სათანადოდ არ უვლიან. ადრე არსებობდა ჰაუბახტის სისტემა, რომელიც ჯარში აღარ გამოიყენება და წესდება ფულადი ჯარიმები. ამის შედეგად ჯარისკაცებს 4,5 თვის განმავლობაში ხელფასიდან 40 პროცენტს აკლებდნენ. ეს სპეციალურად კეთდებოდა, რათა ისინი ხელისუფლებაზე განაწყენებულიყვნენ. ასევე ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთსა და სხვადასხვა სამხედრო მისიაში მონაწილეობისას, მათთვის გამოყოფილ თანხებს ვერ იღებდნენ. თანხები, რაც მათ კვებასა და სხვა საჭიროებებზე გამოიყოფოდა, სამინისტროში რჩებოდა”, – აცხადებს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები