რაზე ისაუბრეს ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა – ალასანიას პირველი კომენტარი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია ადასტურებს, რომ გუშინ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მისი განცხადებით, შეხვედრა ორმხრივი შეთანხმებით შედგა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  მათ გაცვალეს ხედვები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“ჩვენ გავცვალეთ ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი თანხმობა შედგა, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს შეხვდა. მისი ინფორმაციით, მან გუნდს ივანიშვილთან საუბრის ზოგადი შინაარსი გააცნო და ახლა კონსულტაციას პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები