საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან უახლოეს მომავალში მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან უახლოეს მომავალში მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რას ალ ხაიმას მმართველის, შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის პირადი წარმომადგენლის, ნასერ ბუსტამის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
კომპანია RAK Rock- Stevin Rock-ის აღმასრულებელი დირექტორი და RAK Maritime City-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. ინვესტირება, ძირითადად სასტუმროს ბიზნესში იგეგმება. შეხვედრას საემიროების პორტის და თავისუფალი ზონების აღმასრულებელი დირექტორი კოლინ კროშაკი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები