პრემიერი პეტრიაშვილის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის შესაძლო დანიშვნას არც ადასტურებს და არც უარყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ალექსი პეტრიაშვილს თამარ ბერუჩაშვილი ჩაანაცვლებს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები და ორივე ვაკანტურ პოსტზე ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს.
“ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და ორივე კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები