როგორი ამინდებია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო და თბილი ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
რაც შეეხება 7 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, იქროლებს სუსტი ქარი.
დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 16-21 გრადუსს მიაღწევს, მთაში 12-17, ხოლო მაღალ მთაში 7-12 გრადუსს.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 15-20 გრადუსამდე გათბება, მთაში 10-15, მაღალ მთაში კი 6-11 გრადუსამდე.
სინოპტიკოსები ხვალ თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, აქაც დაუბერავს სუსტი ქარი. ტემპერატურა კი 19 გრადუსს გაუტოლდება.