ირაკლი ალასანიას პარტიის ყრილობას “რესპუბლიკელებიც” დაესწრებიან
ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაანონსებული ყრილობის დღის წესრიგი ცვლილებებს არ ექვემდებარება. პარტია 8 ნოემბრისთვის ემზადება.
“ეს იქნება საქართველოში ახალი ერის დასაწყისი. დაიწყება დაჯგუფება ღირებულებების ირგვლივ და არა ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ძველი-ახალი გუნდის პრეზენტაცია ფილარმონიაშია დაგეგმილი. ცნობილია მიწვეულთა სია. „რესპუბლიკელები“ სტუმართა შორის საპატიო ადგილს დაიკავებენ.
ალასანია არ ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან.