თინა ხიდაშელი: არავითარი დოკუმენტაცია პრემიერს არ მოუტანია
დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრემიერმა მთავრობის წევრებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მასალები წარუდგინა, “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი უარყოფს. “დღეს გავრცელდა თითქოს დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერმა მოიტანა მაღალჩინოსნების საქმის მასალები და დეტალებზე საუბრობდა. არავითარი დოკუმენტაცია პრემიერს არ მოუტანია. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი, ეს არის სპეკულაცია და არ არის საჭირო მოვიგონოთ ამბები ის რაც არ მომხდარა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “იმედის ეთერში.