„პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონოდ არავის არ უსმენენ“

 

    არასამთავრობო ორგანიზაცია “IDFI”-ის მიერ მოსმენების შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკას პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. როგორც უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არავის არ უსმენენ.
„მე არ მიკვირს ის, რომ შემცირდა სტატისტიკური მონაცემები, თუმცა რა თქმა უნდა ოფიციალურად ვერ შევედრებით იმ არა ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც წინა წლებში იყო იმიტომ, რომ ეს იყო ტოტალური მოსმენის რეჟიმი ქვეყანაში. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონოდ არავის არ უსმენენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები