მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიოსგან ყირიმის აღიარებას ითხოვს

საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა საერთაშორისო საზოგადოებას ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებისკენ მიუწოდა. ამის შესახებ მან გაზეთ „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყირიმის კვანძის იგნორირება დიდი ხნის მანძილზე არ შეიძლებოდა: შეცდომა საბჭოთა კავშირის დაშლისას იყო დაშვებული. სწორედ მაშინ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვეტილიყო ყირიმის ბედი. ეს მარტივი არ არის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ რეალობა უნდა მიიღოს და ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიქვას“, – განაცხადა გორბაჩოვმა.
გორბაჩოვმა ყირიმის ანექსიაზე კიდევ ერთხელ ივლისში ისაუბრა. იმ დროს მან აღნიშნა, რომ 1954 წელს, 23 წლის ასაკში, ის ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში გადაცემის მოწინააღმდეგე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები