ევროპარლამენტმა შესაძლოა, საქართველოში ვიზის ლიბერალიზაციას მხარი აღარ დაუჭიროს
ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის გადაწყვეტა და საქართველოზე მორიგი რეზოლუციის მიღება მიმდინარე წლის დეკემბრის სესიაზე იგეგმება.
ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა წარმოადგინა წინადადებები, რომლებიც რეზოლუციის პროექტიდან იმ ჩანაწერების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერას და ასოცირების შეთანხმების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებას ეხება.
“ევროპარლამენტი აბსოლუტურად უჭერს მხარს საქართველოსთან ვიზის ლიბერალიზაციას და მიიჩნევს მას, როგორც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და მოსახლეობისთვის სასარგებლო მოვლენას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს წვლილს სავიზო რეჟიმის გაუმჯობესებაში და ამ საკითხზე არსებულ დიალოგში პროგრესის მიღწევას”, – აღნიშნულია მომხსენებლის მიერ მოზადებულ რეზოლუციის პროექტში.