ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეებზე არანაირი გავლენა არ ექნება.
მისი თქმით, შეიძლება მთავრობაში ცალკე პირები და პოლიტიკური კავშირები შეიცვალოს, მაგრამ ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება უცვლელია.
“მესმის, რომ ამ ცვლილებებმა ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში კითხვები შეიძლება წარმოშვას. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება! ამ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებსაც არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენს საგარეო საქმეებზე. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ მართალია მთავრობაში ცალკე პირები და პოლიტიკური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური კურსისადმი უცვლელია. ის არა მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, არამედ ქართველი ხალხის ნებაც, რომლის სამსახურში ყოფნის პატივიც მე მხვდა წილად. საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. მე პირადად ვხედავ ევრო-ატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები