ალასანია: “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება
“თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ალასანის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” გეგმებს ვერავინ შეაჩერებს.
მისვე თქმით, პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა პიროვნებებისა ერთმანეთის წინააღმდეგ.
ირაკლი ალსანიამ მსურველებს ყრილობაზე დასწრებისკენ მოუწოდა. “თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ყრილობას 8 ნოემბერს გამართავენ.