ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში მიმდინარე მოვლენებს შიდა ცვლილებები უწოდა და განაცხადა, რომ ეს საგარეო ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა.
“ვაღიარებ, რომ ამ ცვლილებებს შეეძლო გამოეწვია კითხვები ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში, მაგრამ მინდა დაგარწუნოთ, რომ მთავრობის პოლიტიკა არ შეცვლილა. ეს არის მხოლოდ ცვლილებები და ეს ცვლილებები ჩვენს საგარეო ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს. მინდია ჯანელიძე, რომელსაც ბევრი თქვენგანი უკვე იცნობს, იქნება ბრწყინვალე თავდაცვის მინისტრი და მისი ლიდერობით თქვენს ქვეყნებთან თანამშრომლობა გაღრმავდება. ჩვენ უახლოეს დღეებში დავასახელებთ ასევე საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის ახალ მინისტრებს. დარწმუნებული ვარ, მათთან თანამშრომლობის ენას იპოვით”, – მიმართა პრემიერმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები