ჩიქოვანი: პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ მუშაობა იმ მოცემულობით გრძელდება, რაც იყო

პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების“ მუშაობა ამ ეტაპზეც ზუსტად იმ მოცემულობით გრძელდება, რაც აქამდე იყო, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის განცხადებით, დავით უსუფაშვილთან საორგანიზაციო საკითხებზე ჰქონდა საუბარი. „გავცვალეთ აზრები და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც პარლამენტის წარმომადგენლები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები