შსს-ს მომსახურების სააგენტოს ალბანეთის დელეგაცია ესტუმრა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ალბანეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. მაღალი რანგის სტუმრებს სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის ფინანსთა, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელებმა მომსახურების სააგენტოს სერვისების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
დელეგაციის წევრები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მსვლელობასაც დაესწრნენ და სააგენტოში არსებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ვიზიტი ალბანეთის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტ არბენ მალაჯმას ინიციატივით შედგა.
დელეგაციის წევრებმა მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები