რეზო ამაშუკელი: ალასანიამ წაიფორთხიალა, ვის ეყელყელავებიან ესენი?

პოეტი რეზო ამაშუკელი „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვებას და თავდაცვის მინისტრის ირგვლივ განვითარებუილ მოვლენებს ეხმაურება. როგორც რეზო ამაშუკელმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას ირაკლი ალასანიას განცხადები არაკაცურად მიაჩნია. „ალასანიამ ძალიან მაგრად წაიფორხიალა, ასეთი განცხადებების გაკეთება მე არ მიმაჩნია კაცურად, რომ გამოხვალ და იტყვი: ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან არ მოვსულვართ სალაპარაკოდ, ვის ეყელყელავებიან ესენი? ვინ იყავი? 2 % გქონდა თუ 0% გქონდა, ცხრა ღობეზე გადამხტარები იყვნენ ყველანი “- განაცხადა ამაშუკელმა. ამაშუკელი იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილებას უწონებს, „სწორედ ამ პატარა ხუჭუჭა გოგომ, რომელიც ძალიან მიყვარდა ყოველთვის, ამ უგანათლებულესმა, არაჩვეულებრივმა გოგომ ისეთი საქციელი აჩვენა საქართველოს, რომ აფერუმ მის მშობლებს, მის აღზრდას, მის ქართველობას და მის ქალობას“, – შეაქო იუსტიციის მინისტრი რეზო ამაშუკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები