დავით უსუფაშვილი: ქვეყნის განვითარების კურსი და მათ შორის მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედვად, ქვეყნის განვითარების კურსი და მათ შორის მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელი.
ამის შესახებ უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრფინგზე განაცხადა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ქვეყნის განვითარების კურსი, და მათ შორის მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს აქვს და საქართელოს პარლამენტს ეს კურსი განსაზღვრული აქვს აქვა არაერთხელ. მათ შორის ბოლოს, 2014 წლის ივლისში როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და საქართველოს მთავრობის პროგრმა. შესაბამისად, ყველანაირი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას რაიმე საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა. თუ რამე საფრთხე შეექმნება ამ კურსიის აღსრულებას ეს არის ბოლო დღეებში ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზებით, ამან რა თქმა უნდა შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, რადგან ეს უწყებები გარკვეული დროის განმავლობაში ხელმძღვანელების გარეშე აღმოჩნდნენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები