გერმანიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების შეთანხმება დაამტკიცა

გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი დაამტკიცა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის გერმანიის პარლამენტს გადაეგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირში შემავალი ყველა სახელმწიფოს პარლამენტმა და ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს.
გერმანიის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ შეთანხმება ქვეყნების დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები