ლიგაზე კიდევ 4 მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა

საფეხბურთო ჩემპიონთა ლოგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტახტზე ორხელისუფლებიანობაა. ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელის რაულის მიღწევა, ლიონელ მესიმ გაიმეორა, რომელმაც “აიაქსთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მესის და რაულს ახლა ჩემპიონთა ლიგაზე, თანაბარი გოლები აქვთ გატანილი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ არგენტინელმა 71 ბურთი 90 თამაშში გაიტანა, ესპანელმა კი 142 შეხვედრაში. “ბარსელონამ” “აიაქსთან” მეგების წყალობით კი პლეი ოფში გასვლა გაინაღდა. მეოთხე ტურის შემდეგ F-ჯგუფიდან ორივე გამსვლელი გუნდის ვინაობა გარკვეულია. ფრანგულმა პსჟმ კვიპროსის “აპოელს” 1-0 მოუგო და 10 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე მყოფ ბარსას 9 ქულ აქვს, აიაქსი და აპოელი შესაბამსიად 2 და 1 ქულით მესამე მეოთხე ადგილებზე არიან. მოულოდნელად შინ მოსკოვის ცსკასთან წააგო ინგლისის ჩემპიონმა “მანჩესტერ სიტიმ”. შეხვედრა 1-2 დასრულდა და გოლები პირველ ნახევარში გავიდა. თამაში ბრიტანელებმა 9 კაცით დაასრულეს, მსაჯმა მატჩის მიწურულს ტურე და ფერნანდინიო გააგდო. E-ჯგუფის მეორე მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” – იტალიურ “რომას” 2-0 მოუგო და 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით პლეი ოფის საგზურიც გაინაღდა. ჯგუფში 4-4 ქულა აქვთ “რომას” და “ცსკას”. ბოლო ადგილზე “სიტია” 2 ქულით. G-ჯგუფში ლისაბონის “სპორტინგმა” გელზერკირხენის “შალკეს” 4-2 სძლია. სლოვაკური “მარიბორისა” და ინგლისური “ჩელსის” შეხვედრა კი ფრედ 1-1 დასრულდა, რის შედეგადაც “ჩელსის” 8 ქულა დაუგროვდა, “შალკეს” კვლავ 5 ქულა აქვს და უკვე ერთით ასწრებს “სპორტინგს”, ხოლო “მარიბორს” 3 ქულა გაუხდა. H-ჯგუფში “შახტარმა” 5-0 გაანადგურა “ბატე”, “პორტუმ” კი ბილბაოს “ატლეტიკს” ბილბაოში მოუგო 2-0 და პლეი ოფში გასვლაც გაინაღდა. ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს “შახტარს”, რომელსაც 4 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და 5-ით ასწრებს ბელორუსიის “ბატეს”, ბილბაოს “ატლეტიკს” კი 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები