“უნდა მოვახერხოთ რომ სამართალდამცავი სისტემა იყოს დაცული ამ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების მიცემა ან პოზიციების დაფიქსირება არ უხდებოდეთ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა,პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან სამართლებრივი სისტემის, კეროდ, პროკურატურის უკეთ დაცვის თაობაზე “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზს სხდომაზე იმსჯელეს.
“ამ პროცესში ერთი კონკრეტული საკითხი გამოიკვეთა, რომელზეც კოალიცია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზეც ვისმჯელეთ, საქმე ეხება სამართალდამცავი სისტემის, კეროდ, პროკურატურის უკეთ დაცვას პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან, ამ მიმართულებით ძალიან მალე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრს, კონკრეტულად იმ თანამდებობის პირს, ვის უშუალო უწყებრივ დაქვემდებარებაშიცაა პროკურატურა, მიეცეს სათანადო სამართლებრივი ბერკეტები, რომ მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების მიცემა ან პოზიციების დაფიქსირება არ უხდებოდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასარგებლო არც მარლთმსაჯულებისთვის და არც პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ სამართალდამცავი სისტემა იყოს დაცული ამ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან“, -განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები