ფანჯიკიძის სავარაუდო შემცვლელი ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომას ესწრება

საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომას ესწრება – ამის შესახებ „კვირას“ ავსტრიაში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ განუმარტეს, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი კომენტარს არ აკეთებს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „ბატონ კონსტანტინე ზალდასტანიშვილს დღეს დატვირთული გრაფიკი აქვს. იგი ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომას ესწრება, ეს სხდომა ყოველ ხუთშაბათს იმართება და ამჟამად სხდომაზე იმყოფება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონსტანტინე ზალდასტანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად განიხილება, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, თავად ელჩი კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს“ – აცხადებენ საქართველოს საელჩოში. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გუშინ ვენაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და გიორგი მარგველაშვილი ავსტრიიდან კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა გამოაცილა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატად კონსტანტინე ზალდასტანიშვილი იხილება. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა გუშინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები