შსს 2014 წლის ოქტომბერის თვის ვიზიტორების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, 2014 წლის ოქტომბერი 469 930 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -2,4 %–ით ნაკლებია. იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში 4 657 525 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,7%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 1 932 492 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%); ბ) ტრანზიტი – 938 667 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%); გ) სხვა – 1 786 366 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,1%). 2014 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-11%), აზერბაიჯანიდან (+7%), სომხეთიდან (+4%), რუსეთიდან (+2%) და უკრაინიდან (-13%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ოქტომბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 83%, 32%, 23%, 12% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 49% მატებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები