თამარ ბერუჩაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას ემოციურ გადაწყვეტილებად აფასებს

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია.
მისივე თქმით, ის აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის ევროპაში, სადაც მინისტრის მოადგილე საკუთარი გამოცდილების გამოყენებას აპირებს.
რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა თამარ ბერუჩაშვილმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და მანამდე ჰქონდა თუ არა საუბარი პრემიერთან იმის შესახებ, რომ ევროპულ კურსს საფრთხე არ ემუქრებოდა, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალბათ, ეს ემოციური გადაწყვეტილება იყო.
5 ნოემბერს მაია ფანჯიკიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად პოსტებს მისი მოადგილეებიც ტოვებდნენ, თუმცა, დავით ზალკალიანის გარდა, მინისტრის მოადგილეები თანამდებობაზე რჩებიან.
თამარ ბერუჩაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას 5 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები