პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა გასათვალისწინებელია

 

საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა გასათვალისწინებელია,- ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერის და მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.
“ბუნებრივია, საუბარი იყო პრეზიდენტის წინადადებაზე და დავალებაა გაცემული, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა და დღის წესრიგში ჩასმა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას და პარლამენტს მიმართა, რომ საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები