ბურჯანაძე ალასანიას განცხადებებს პოლიტიკური შანტაჟის ენად აფასებს

 “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე „თავისუფალი დემოკრატებთან“ რაიმე სახლის ალიანსს გამორიცხავს.
ბურჯანაძის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ალასანიას განცხადებები და მას პოლიტიკური შანტაჟის ენად აფასებს.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო განცხადებების ის ფორმა, რაც აირჩიეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ეს არის პოლიტიკური შანტაჟის ენა და ეს მათ ნამდვილად არ ეკადრებათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ალასანიას გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ჩვენს გუნდს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები