დავით უსუფაშვილმა ალასანიას პარტიას მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “თავისუფალ დემოკრატებს” მადლობას უხდის და მომავალშიც მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
“საქართველოს პარლამენტში “თავისუფალმა დემოკრატებმა” გადაწყვიტეს უმრავლესობიდან გასვლა. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მე მინდა დემოკრატების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო და დარწმუნებული ვარ, მაშინაც, როცა ისინი უმრავლესობის წევრები არ იქნებიან, ამის შემდეგაც ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ პარლამენტის კედლებში და სხვაგანაც. მე ჩვენს კოლეგებს ვთავაზობ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ ვითანამშრომლოთ”, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები