ირაკლი ღარიბაშვილი: ალასანია ბოკერია-უგულავას მფარველობდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ირაკლი ალასანია “ნაციონალურ მოძრაობას მფარველობდა და ლობირებდა. განცხადება პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იყო ალასანია. დაწყებული გიგი უგულავათი და გიგა ბოკერიათი… ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება”, – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ალასანიას ქმედება სააკაშვილის სტილში იყო გაკეთებული. “ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს”, – განაცხადა პრემიერმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=et0SiOY1Z3o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები