სოზარ სუბარი: ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროატლანტიკური არჩევანი დადგა რეალურ რელსებზე, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის განმარტებით, ეს კურსი გაგრძელდება, რადგან მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული ერთი ან ორი მინისტრის წასვლასა და მოსვლაზე. მისივე თქმით, ეს კურსი არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი. “ევროატლანტიკური კურსი – ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ის კურსი, რომელსაც ატარებს ჩვენი ხელისუფლება. სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში ეს არჩევანი დადგა რეალურ რელსებზე, რადგან წინა წლებში, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული გარემო იყო, ის ფიქციას წარმოადგენდა “, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები