ღარიბაშვილი ალასანიას ქმედებას ღალატად აფასებს და მოსახლეობას “ბევრ სიურპრიზს” ჰპირდება

რაც გააკეთა ალასანიამ, ჩემთვის პირადად 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების ღალატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ალასანიას მსგავსი რამ არაერთხელ გაუკეთებია, საზოგადოება კი ბევრ სურპრიზს ნახავს.
“მას ეს არაერთხელ გაუკეთებია და ამას ძალიან კარგად დაინახავს მოსახლეობა – ბევრ სიურპრიზს ნახავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები და მათი განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური, აბსურდული და ”ნაციონალური მოძრაობის” სტილის სიცრუე, რაც არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო 2 დღის განმავლობაში მე მომიწია ასეთ აბსურდულ განცხადებებზე საჯარო განმარტების გაკეთება იმისთვის, რომ საბოლოოდ გაგვექარწყლებინა შესაძლო კითხვები და ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები