“დავით ზალკალიანის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე, თანამდებობაზე რჩება”

დავით ზალკალიანის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე, თანამდებობაზე რჩება, – აღნიშნული განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით მათ სახელმწიფოებრივი პოიზიცია დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობა მოადგილეებთან ერთად დატოვა.
“მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი – დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ვლადიმერ გურგენიძე და ჩვენ გვიერთდება დავით ჯალაღანია, რომელიც ამჟამად კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები. მე ასევე, ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” რიგებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ყალბი თავდამბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლის მაქსიმუმს. ჩვენ ვიდექით ევროატლანტიკური ფასეულობების დასაცავად, შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ხელი მოეწერა და ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის შემუშავებით, წარმატებას მივაღწიეთ არაღიარების კუთხით და ორი სახელმწიფოთი შევამცირეთი აღიარებათა რიცხვი, გავზარდეთ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი. ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად გავაქარწყლეთ ის სკეპტიციზმი საერთაშორისო პარტნიორებში, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკავშირდებოდა საქართველოს საგარეო კურსის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები