აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობაში ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ საკისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და აჩვენოს, რომ საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია.
შეერთებული შტატები შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნას, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. “ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს. რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია, და რომ საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღრებულებების ერთგულია”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები