თამარ სანიკიძე: თითოეულ უწყებაში ბევრი რამ გაკეთდა, რათა ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია მოხდეს

ძალიან ბევრი რამ თითოეულ უწყებაში გაკეთდა იმისთვის, რათა ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, ნაწილობრივ იმისთვისაც ვიკრიბებით, რომ მინისტრობის ახალი კანდიდატების საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ მთავარ თემად რჩება ის, რაც მოხდა უკანაკსნელი დღეების განმავლობაში. ძალიან ბევრი რამ თითოეულ უწყებაში გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია მოხდეს სწრაფად, იმიტომ რომ ეს არის იდეა, რომლის ირგვლივ ჩვენ გავერთიანდით. ამას ვაკეთებთ დღეს და ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ მომავალში. არავითარი ამ კურსიდან გადახვევა არ იგეგმება. ყველაფერი დაგეგმილია შიგნით, უწყებებში, იმ მიმართულებით, რომ დროულად, ეფექტურად მოხდეს ინტეგრაციის განხორციელება. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას ზუსტადაც იმ ერთი საერთო იდეის გარშემო, რომელსაც საქართველოს ევროპული არჩევანი ჰქვია. ეს არის ჩვენი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები