სოზარ სუბარი „რუსთავი 2“-ს: თქვენ მედია არა ხართ (ვიდეო)

თქვენ მედია არა ხართ, – სასჯელაღსრულების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა და არხს პოლიტიკური მხარე უწოდა.
სუბარმა კრიმინალური ამბების გაშუქება და პრობლემისადმი არხის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გაიხსენა.
“რუსთავი2″ პოლიტიკური მოთამაშე იყო 9 წლის განმავლობაში. სააკაშვილის დროს მთავარი თხუთმეტი ნიუსი იყო ის, რომ როგორ ყვავის ქვყანა და ახლა მთავარი თხუთმეტი ნიუსი არის ის, რომ ქვეყანა დასასრულისკენ მიდის. ეს არის სწორედ პოლიტკურ მხარედ ყოფნა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის დამოკიდებულება მედიისადმი დღეს სამაგალითოა.
“მე მედიას რომ პატივს ვცემ, ყველგან ჩანს. შეიძლება, ზოგჯერ გამოვთქვათ საყვედური, მაგრამ ჩვენგან არანაირი ზეწოლა არ არის,” – განაცხადა სუბარმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RvtFT82ajCg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები