პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა მთავრობას და პარლამენტს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მიმართავს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, – ამის შესახებ გიორგი მარგვცელაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება შეუძლებელია, თუმცა აუცილებელია გაეცეს პასუხი კითხვას თუ რამდენად ეფექტიანად ემსახურება ხელისუფლება ქვეყანას.
„ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები ბედნიერი ვართ, რომ ვემსახურებით ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე არჩვენი თავის ღირებულებებში. ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი.
შესაბამისად,  საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი, მაგრამ ამასთან ერთად, სრულაიდ შესაძლებელია დაისვას კითხვა რამდენად ეფექტიანად ვემსხურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას, ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები.
აქედან გამომდინარე, კონსტიციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს – საქართველოს მთავრობის უახლეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მე ასევე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, რომ უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგშზი გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და ქართული საზოგადოებისადმი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NiCCYDQ9yq0#t=39″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები